ძიუდო, ირაკლი ცირეკიძე, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

13 მედალი ევროპის თასზე - ახალგაზრდა ძიუდოისტების ტრიუმფი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის თასზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ +100კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ამ წონაში გამარჯვებული ირაკლი დემეტრაშვილი გახდა. ვერცხლის მედალს უჩა ტაბატაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი ტაბატაძემ და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს.

ქართული ფინალი გაიმართა -81კგ წონით კატეგორიაში, სადაც ოქროს მედალი ალექსანდრე ლოლაძეს ერგო, ვერცხლი - ალექსანდრე გულბიანს.

ასევე, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ალეკო კასრაძე (-66კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ). ვერცხლის მედალს კოტე კაპანაძე (-73კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს პრიზიორები კი გახდნენ: თორნიკე მაზიაშვილი (-60კგ), თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე -90კგ) და ერეკლე ბაზიერიშვილი (-100კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა" - ლევან ჩოხელის მარცხი ბელატორში