ვალენსია, ლეგიონერები, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგა
Aa
Aa

,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" | რას წერს ვალენსიას გულშემატკივარი

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ვალენსია ბეტისის დაპირისპირების მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია კი ბეტისმა (5-4) მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში გამორჩეული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძირითად დროში ვალენსია გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.

მოგვიანებით, გიორგის გამორჩეულ მატჩზე თავად გუნდის ესპანელმა გულშემატკივარმაც დაწერა.

არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მატჩი გვიჩვენეს და არა ფინალი. რეალისტები ვიყოთ, პენალტების სერიამდე მამარდაშვილის დამსახურებით მივედით.

გიორგი მამარდაშვილი - მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე.

დღეს,ამ ბიჭს, 50 მილიონ ევროდაც არ გავყიდდი. ის საინტერესო პროექტია, მხოლოდ 21 წლისაა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვალენსიაში სულ რაღაც 800 000 ევროდ მოვიდა.

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ მატჩზე ცოტა ითქვა. ვაღიარებ, მისი სახელი Google-დან გადმოვიწერე.

გიორგი მამარდაშვილი - მიეცით დრო და ის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილისთვის ძალიან წარმატებული სეზონია, საქართველოს ჩემპიონატიდან ესპანურ კლუბში გადასვლის შემდეგ, გიორგი ვალენსიას მთავარ მეკარედ არ მოიაზრებოდა, თუმცა პირველივე სეზონში ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ითამაშა. 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წელს ლივერპულის სათამაშო ფორმები კვლავ საქართველოში შეიკერება
2023 წელს ლივერპულის სათამაშო ფორმები კვლავ საქართველოში შეიკერება