ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით
ტაისონ ფიურიმ დილიან უაითის დანოკაუტების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და კარიერის სავარაუდო დასრულებაზე ისაუბრა:
„მე დავპირდი ჩემს მეუღლეს, რომ მესამე ბრძოლა უაილდერთან ბოლო იქნებოდა. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მინდოდა უემბლიზე ფანების წინაშე გამოვსულიყავი.
ალბათ სულ ესაა. შესაძლოა, ეს არის ბოშათა მეფის ბოლო ბრძოლა. და კარიერის რა შესანიშნავი დასასრულია.
დილიან უაითი მეომარია და მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, მაგრამ დღეს დილიანი დიდებულ სპორტსმენს შეხვდა. მე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი ვარ და უაითს სამწუხაროდ, დღეს აქ მოუწია ჩემთან შეხვედრა.
ახლა მხოლოდ საგამოფენო ბრძოლებში, WWE-სა და ფილმებში მნახავთ. ამ სიაშია ფრენსის ნგანუც.
თუ ისევ ვიბრძოლებ, ეს იქნება მხოლოდ საგამოფენო ბრძოლები, გართობა და გართობა, ისეთი რამ, რაც არ გიშლის ნერვებს და არ აფერხებს ძილს და ასევე არ იწვევს სერიოზულ დაზიანებებს.
კრივში ყოველთვის იქნება ვინმე სხვა, ვისთანაც უნდა იბრძოლო. არსებობს ბევრი კარგი მძიმეწონოსანი, რომლებსაც ახლა შეუძლიათ მზის ქვეშ ადგილი დაიკავონ.
მე ვარ მოხუცი, მელოტი ბიჭი. მივდივარ. მე საკმარისი გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, სადაც ვარ, ვინ ვარ და რა გავაკეთე. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით“.