ლევან ჩოხელი, ბელატორი
Aa
Aa

"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა" - ლევან ჩოხელის მარცხი ბელატორში

ბელატორის ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბრაზილიელ გოიტი იამაუჩისთან ბრძოლა ტრავმის გამო დათმო.

ქართველს პირველი დაცემისას ორი ნეკნი გაუტყდა, რის შემდეგაც თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო და მეტოქეს გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

ჩოხელმა ორთაბრძოლის შემდეგ, ქომაგებს სოციალური ქსელიდან მიმართა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის, სამწუხაროდ დღევანდელ ბრძოლაში ქართული დროშა არ აიწია, ამ განცხადებას ვაკეთებ იმ ხალხისთვის ვინც გულით მქომაგობდა და ნახეს ჩემი იოლად დამარცხება, ეს არ იყო მოწინააღმდეგის უპირატესობა, მოწინააღმდეგის საბრძოლო უნარები არ იყო ჩემზე უკეთესი, უბრალოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, პირველი წაქცევის დროს გამიტყდა ორი ნეკნი და ვერ შევძელი ბრძოლის გაგძელება, კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ჩოხელმა ბელატორში თავისი სადებიუტო ბრძოლა კაილ ქრაჩმერთან დათმო, რის შემდეგაც ბრაზილიელი ვინისიუს დე ჟესუსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მაგარი ''სეივები'' - ვალენსიას დასანანი მარცხი თასის ფინალში
მამარდას მაგარი ''სეივები'' - ვალენსიას დასანანი მარცხი თასის ფინალში