ლანსი, ლიონელ მესი, ნეიმარი, მაურისიო პოჩეტინო, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ისტორიაში მეათედ - პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლანსს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 2021/2022 წლების ჩემპიონი გახდა.

ლიგა 1-ის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და პარიზული გრანდი მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს“ 16 ქულით უსწრებს. აქედან გამომდინარე, თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ პსჟ-ს ვინმე დაეწიოს.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის მთავარი ჩემპიონატი ისტორიაში მეათედ მოიგო, ხოლო ლეო მესი პირველ ფრანგულ ტიტულს დაეუფლა. ცნობისთვის, პოჩეტინოს გუნდმა რეკორდი დაამყარა. ლიგა 1 ათჯერ აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოგებული.

ცნობისთვის, „ლანსის“ კარში ერთადერთი გოლი სწორედ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გაიტანა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა. ლეომ შორიდან გაისროლა და „ლანსის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები