ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მაგარი ''სეივები'' - ვალენსიას დასანანი მარცხი თასის ფინალში

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ''ვალენსია'' - ''ბეტისის'' დაპირისპირების მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია ''ბეტისმა'' 5:4 მოიგო.

რაც შეეხება თამაშს, ანგარიში ''ბეტისმა'' გახსნა, ექტორ ბელერინის ჩაწოდების შემდეგ ბორხა იგლესიასმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. ''ვალენსიას'' მცველები შეცდნენ, მეკარისთვის ამ დარტყმის მოგერიება ძალიან რთული იყო, მამარდაშვილის დადანაშაულება არასწორია.

27-ე წუთზე მამარდაშვილმა ''ვალენსია'' გოლისგან იხსნა, დიახაბის ცუდი პასის შემდეგ ეგლესიასი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მამარდაშვილმა კარგად იმოქმედა და ვითარება განმუხტა.

 

მამარდაშვილის კარგი მოქმედების შემდეგ ''ვალენსიამ'' ანგარიში გაათანაბრა, მორიბას პასის შემდეგ უგო დურო მეკარესთან პირისპირ გავიდა და ''ბარსას'' ექს მეკარეს, კლაუდიო ბრავოს ტექნიკური დარტყმით გაუტანა.

მეორე ნახევარში გიორგი მამარდაშვილმა ხუანმის ახლოდან დარტყმული ბურთი ფეხით აუღო. ქართველი მეკარე მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, რასაც ეს მომენტიც ადასტურებს.

21 წლის ქართველი მეკარე რთულ ვითარებებში თავდაჯერებული იყო. მისმა კარგმა თამაშმა ''ვალენსიასთვის'' ბევრი რამ განსაზღვრა.

პენალტების სერიაში მამარდაშვილსა და რაულ ბრავოს პენალტი არ აუღიათ, ''ვალენსიას'' 19 წლის ფეხბურთელმა იუნუს მუსამ ბურთი კარს ააცილა, რამაც ''ბეტისი'' გამარჯვება განაპირობა.

ნებისმიერ შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილისთვის ძალიან წარმატებული სეზონია, საქართველოს ჩემპიონატიდან ესპანურ კლუბში გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, ესპანეთის თასის ფინალში კი შესანიშნავი ''სეივები'' შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ულამაზესი გოლი, ჯოვინოს ბრწყინვალე სერია - ბათუმის დინამომ ტორპედოს მოუგო
ხვიჩას ულამაზესი გოლი, ჯოვინოს ბრწყინვალე სერია - ბათუმის დინამომ ტორპედოს მოუგო