ხვიჩას ულამაზესი გოლი, ჯოვინოს ბრწყინვალე სერია - ბათუმის დინამომ ტორპედოს მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ქუთაისის ''ტორპედო'' შინ მოქმედ ჩემპიონ ბათუმის ''დინამოსთან'' დამარცხდა - 0:3.
პირველ ტაიმში ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა, მე-13 წუთზე მამუკა კობახიძის საგოლე პასი გამოიყენა.
25-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში ორამდე გაზარდა.
????????????????| Jovino Flamarion continues his impressive showing this season with a brace within 25 minutes against Torpedo.
— Georgian Footy (@GeorgianFooty) April 23, 2022
The Brazilian FW imrpoves to 9 goals (and 3 assists) in just 8 appearances for Dinamo Batumi.????⚽️
Lovely bit of finishing from him during his second goal!
???????????? pic.twitter.com/Vmr3Lhg3BF
64-ე წუთზე ბათუმის ''დინამოს'' რამდენიმსვლიანი კომბინაცია ფლამარიონის საგოლე პასითა და ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლით დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჯოვინო ფლამარიონმა 8 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
9 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 22 ქულით პირველ ადგილზეა, გორის ''დილას'' 3 ქულით უსწრებს, ''საბურთალოსა'' და თბილისის ''დინამოს'' - 7-7 ქულით.
მომდევნო ტურში ბათუმის ''დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' ესტუმრება (20 აპრილი, 16:00), ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე ''რამაზ შენგელიაზე'' თბილისის ''დინამო'' იქნება (29 აპრილი, 21:00).
ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო