საოცარი გასროლა - ჭანტურიშვილის ბრწყინვალე გოლი ჩეხეთში
ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატში დავით კობოურის ''კარვინასა'' და ვახტანგ ჭანტურიშვილის ''ზლინის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში 36-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით გახსნა, 28 წლის შემტევმა ჩეხეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ჭანტურიშვილმა სასტარტოში ითამაშა, 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ''კარვინას'' ცენტრალური მცველი დავით კობოური 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მისი გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
16-გუნდიან ჩემპიონატში ''ზლინი'' 31 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს, ხოლო ''კარვინა'' 18 ქულით აუტსაიდერია, ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მოგეხსენებათ, თბილისის ''დინამომ'' კობოური ჩეხურ კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა (გამოსასყიდი თანხა 200 000 ევროა).