ახალი ისტორია პრემიერ ლიგაში - ბრაზილიელი ფეხბურთელების ბენეფისი
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდის. 2022 წლის 23 აპრილს, დღეს, ინგლისის მთავარ ჩემპიონატში ახალი ისტორია დაიწერა.
„მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდი“ 5:1 დაამარცხა. „ქალაქელთა“ მხრიდან 4 გოლი ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა.
ასევე, „ნიუკასლი“ „ნორვიჩს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. „კაჭკაჭების“ მხრიდან დუბლი შეასრულა ბრაზილიელმა ჯოლინტონმა, ერთი გოლი კი მისმა თანამემამულემ ბრუნო გიმარაეშმა გაიტანა.
ჯამში გამოვიდა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე დღეს 7 გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ეს კი ამ ეროვნებისთვის ახალი ისტორიაა. ერთ სათამაშო დღეს, პრემიერ ლიგაში არა ინგლისელ ფეხბურთელებს ამდენი გოლი მხოლოდ ორჯერ აქვთ გატანილი.
2004 წელს, ასეთი რამ ფრანგმა ფეხბურთელებმა მოახერხეს, ხოლო 2012 წელს ესპანელებმა.
7 - There have been seven Premier League goals scored by Brazilian players today, the joint-most ever by players from a single non-English nation in one day in the competition's history (also 7 by French, Jan 10th 2004 & Spanish, Dec 8th 2012). Samba. pic.twitter.com/L0iRjstmKk
— OptaJoe (@OptaJoe) April 23, 2022