იმნაძის გამარჯვების გოლი - შორეული გადაცემა გოლად აქცია
ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ''აკჟაიკმა'' სტუმრად ყარაგანდის ''შახტიორი'' დაამარცხა (0:1). მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ''აკჟაიკის'' ქართველმა შემტევმა ლუკა იმნაძემ გაიტანა.
თანაგუნდელის შორეული გადაცემის შემდეგ იმნაძემ მცველებს პოზიციურად აჯობა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო.
იმნაძემ სასტარტოში ითამაშა, 47-ე წუთზე გააფრთხილეს 89-ე წუთზე შეცვალეს.
''აკჟაიკმა'' ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
24 წლის ლუკა იმნაძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლია. ფეხბურთელი ყაზახურ კლუბში გასულ წელს ჩაირიცხა, საერთო ჯამში ''აკჟაიკის'' რიგებში პრემიერ ლიგისა და თასის ჩათვლით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა.
ყაზახეთის 14-გუნდიან პრემიერ ლიგაში ''აკჟაიკი'' 10 ქულით ''შახტიორთან'' და ''ატირაუსთან'' ერთად მე-10 ადგილს იყოფს.