ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი თურქეთში - კალაშნიკოვა ნახევარფინალში დამარცხდა

WTA-ს ეგიდით, ისტანბულში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 239 477 დოლარია. წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში, ოქსანა კალაშნიკოვა მიუ კატოსთან ერთად გავიდა, თუმცა სამწუხაროდ დამარცხდა.

ქართულ-იაპონური წყვილი, ჩეხურ-ესპანურ დუეტს დაუპირისპირდა. პირველ სეტში სრული ქაოსი ხდებოდა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებებს მიყოლებით აგებდნენ და არადამაჯერებლად თამაშობდნენ. სარა ტორმომ და მერი ბუზკოვამ 6:4 გაიმარჯვეს.

მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. წყვილებმა ჩაწოდება გამოასწორეს, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, სარამ და მერიმ ბრეიკი შეასრულეს, წინ გავიდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ - 3:1. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 14 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები