ფეხბურთი, ლივერპული, ტექსტილი, Made In Georgia
Aa
Aa

2023 წელს ლივერპულის სათამაშო ფორმები კვლავ საქართველოში შეიკერება

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელი ლივერპული, სათამაშო ფორმების შეკერვას 2023 წელსაც საქართველოს ანდობს და MADE IN GEORGIA -ს წარწერით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ლივერპულის ფორმების შეძენა საქართველოში არ ხდება, რადგან პროდუქციის რეალიზაცია უშუალოდ ადგილზე არ მიმდინარეობს. თუ ქართველ გულშემატკივარს ლივერპულის ფორმის შეძენა სურს, ასეთ შემთხვევაში თავდაპირველად, სასურველი პროდუქტი ინგლისში იგზავნება და შეძენის შემთხვევაში, კვლავ უკან, საქართველოში ბრუნდება.

ლივერპულის ოფიციალურ მაღაზიაში სათამაშო ფორმისა და სათამაშო შორტის შეძენა  £115.95 დაგიჯდებათ, რაც დაახლოებით 445 ლარი და 70 თეთრია.

ლივერპული სპონსორი Nike-ა, თუმცა მომდევნო წელს ,,აჭარა ტექსტილის" ორგანიზებით, Nike-ს გარდა, ისეთი ბრენდების ფორმების შეკერვა კვლავ გაგრძელდება, როგორებიც:  Under Armour, Adidas, Puma, Lotto და Erima-ა. თანამშრომლობა მრავალწლიანია და  ორიენტირებული 100%-ან ექსპორტზეა. „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და საშუალოდ, წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას 3 500-მდე დასაქმებულის დახმარებით ანხორციელებს, რეალიზაცია კი რუსთავის, ბათუმის, ფოთისა და ქობულეთის 4 სამკერვალო ფაბრიკაში მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს საქართველოში აიაქსის, არსენალის, ლიონის, მალაგას, ატლეტიკოს, გალათასარაის, ჩელსის, დორტმუნდის,  იტალიის, ხორვატიისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებების სპორტულ ფორმები შეკერილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე | დემჩენკო 3 მატჩითაა დისკვალიფიცირებული
დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე | დემჩენკო 3 მატჩითაა დისკვალიფიცირებული