რანგნიკი: მომავალი სეზონიდან პოგბა მანჩესტერში აღარ ითამაშებს
რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ პოლ პოგბა, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს.
„ის ტრავმირებულია. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც რეგულარულად თამაშობს ისეთ ნაკრებში, როგორიც საფრანგეთია. ყველამ ვიცით, რა პოტენციალი აქვს, რა კარგი ფეხბურთელი შეიძლება იყოს.
რამდენიმე სხვა ფეხბურთელის მსგავსად, პოგბასაც შეექმნა პრობლემები, რომ მან იუნაიტედისთვის თანმიმდევრული და კარგი თამაში აჩვენოს. ეს არ არის მხოლოდ ამ სეზონის ან ბოლო რამდენიმე კვირის საკითხი. როგორც მახსოვს, ეს წინა წლებშიც ხდებოდა.
ძნელი სათქმელია, რა არის მიზეზი. მე ან სხვა მწვრთნელებმა რომ ვიცოდეთ, ამის შეცვლა უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი. ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რადგან პოგბა არსენალთან და, დიდი ალბათობით, მომავალ მატჩებში არ ითამაშებს.
როგორც ჩანს, პოგბა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. არ ვიცი, შესაძლოა კლუბს ან ერიკ ტენ ჰეგს არ სურს კონტრაქტის განახლება. არ ვიცი. დიდი ალბათობით, პოგბა მომავალ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედში აღარ იქნება“,
- განაცხადა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წლის აგვისტოდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა კლუბში 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.