"ჩემს ხედვებს არ შევცვლი" - ტენ ჰაგი სამომავლო გეგმებზე და რონალდუზე
როგორც უკვე ცნობილია, ახალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს.
ტენ ჰაგის მთავარი მოთხოვნა გუნდზე სრული კონტროლი იყო. ტრანსფერები მისი თანხმობითა და შეხედულებებისამებრ უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ნიდერლანდელმა თავადაც ისაუბრა და რონალდუს თემასაც შეეხო.
„წინასწარ ვაყენებ ჩემს მოთხოვნებს იმის შესახებ, თუ როგორ მინდა ვიმუშაო.
გარანტია რომ არ მოეცათ, არ დავთანხმდებოდი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებ შედეგებს.
მარტო მართვა არ მინდა, საყოველთაო თანამშრომლობის მომხრე ვარ, მაგრამ ტრანსფერების კონტროლი ჩემი მთავარი პირობაა.
რონალდუ? ამ კუთხით მე საკუთარ თავად დავრჩები. ჩემს ხედვებს არ შევცვლი.
მე ავუხსნი და გადავცემ მათ დავალებებს და თუ ფეხბურთელები არ შეასრულებენ მას, შემდგომ ნაბიჯს ამის შესახებ ჩემგან შეიტყობენ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი“.
- ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს trouw.
შეგახსენებთ, რომ გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ თავად რონალდუსაც არ აქვს გადაწყვეტილი. პორტუგალიელისთვის მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პრიორიტეტულია და საკმაოდ დიდი შანსია, რომ „იუნაიტედი“ სეზონის ბოლოს ოთხეულს მიღმა დარჩეს.