აწონვის ცერემონია - ტაისონ ფიური ნამდვილ ომს გვპირდება
ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური მომდევნო ბრძოლას დილიან უათის წინააღმდეგ გამართავს და მძიმეწონოსანი მებრძოლების დაპირისპირებას ამ უქმეებზე ვიხილავთ. დღეს, ლონდონში აწონვების ცერემონია გაიმართა და „ბოშათა მეფე“ „სხეულთა მიმტაცებელზე" 5 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა.
What a photo this is ????@Tyson_Fury and @DillianWhyte with very different vibes for the face-off ????
— #FuryWhyte | Saturday | BT Sport Box Office ???? (@BTSportBoxing) April 22, 2022
Watch #FuryWhyte on BT Sport Box Office on Saturday. pic.twitter.com/s87BC9oMbw
ფიურის წონა 120.1 კგ იყო და „უემბლიზე“ მყოფი ქომაგები მას ოვაციებით შეეგებნენ. უაითს რაც შეეხება, მან 114.9 კილოგრამი დააფიქსირა და მაყურებლები მას სტვენით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ აწონვის ცერემონიის შემდეგ, მოკრივეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და კეპები გაცვალეს.
All respect ????@Tyson_Fury and @DillianWhyte go face-to-face for one last time ????
— #FuryWhyte | Saturday | BT Sport Box Office ???? (@BTSportBoxing) April 22, 2022
Watch #FuryWhyte ➡️ https://t.co/b0uV32kqC3 pic.twitter.com/Qedh8p85ZK
„ძალიან ბედნიერი ვარი, უემბლის სტადიონზე რომ დავბრუნდი და ეს თქვენი დამსახურებაა. დიდი პატივისცემა დილიან უაითსა და მის გუნდს. ისინი პროფესიონალები არიან და ჩვენ ნამდვილ ბრძოლას გაჩუქებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ნამდვილ ბრძოლასა და ნამდვილ ომს გაჩუქებთ“, - მიმართა ფიურიმ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
შეგახსენებთ, რომ ფიური WBC-ის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და უაითთან დაპირისპირებას გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ხვდება.