„მეგონა, არსენალის ფანი იყო“ - ფერსტაპენმა ჰამილტონს დასცინა
ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი, მაქს ფერსტაპენი ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი „ჩელსის“ თანამფლობელები გახდნენ. ნიდერლანდელმა ჰამილტონს გაახსენა, რომ იგი „არსენალის“ გულშემატკივარია და დასძინა, რომ მისთვის ასეთი რამ მიუღებელია.
„პირადად მე, პსვ-ს ქომაგი ვარ და აიაქსს არასდროს შევიძენდი. საფეხბურთო კლუბი რომ მეყიდა, მფლობელი გავხდებოდი, რათა ყველა გადაწყვეტილება მე მიმეღო და აქციების მცირე პროცენტის ფლობაზე თანხმობას ნამდვილად არ განვაცხადებდი.
მეგონა, ჰამილტონი არსენალის გულშემატკივარი იყო. როცა არსენალის ქომაგი ხარ და ჩელსის ყიდულობ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა საკუთარი ფულით ყველა იმას აკეთებს, რის სურვილიც აქვს“.
შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატების“ შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ბრიტანელი ბიზნესმენი, მარტინ ბროტონია, რომელიც „ლურჯების’ ყიდვას კონსორციუმის გზით აპირებს. SkySports-ი წერს, რომ ამ კონსორციუმის წევრები ლუის ჰამილტონი და სერენა უილიამსიც იქნებიან, რომლებიც მზად არიან კლუბში 26-მილიონ ევროიანი ინვენსტიცია განახორციელონ.