კრივი, გორ აივაზიანი, დემურ ქაჯაია
Aa
Aa

ქართული კრივის საამაყო შედეგი - 2 ქართველი ევროპის ჩემპიონია!

სოფიაში მიმდინარე მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ორმა ქართველმა სპორტსმენმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ოქროს მედალი მოიპოვა.

გორ აივაზიანი 51 კგ წონით კატეგორიაში და დემურ ქაჯაია 63.5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

გორ აივაზიანმა ფინალურ ბრძოლაში მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალბანელ მეტოქეს სძლია. რაც შეეხება დემურ ქაჯაიას, მან ფინალურ დაპირისპირებაში მოლდოველ იანუს კარავანს, ამჯერად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

ქართული კრივის ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან პირველად ხდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე 2 ქართული ოქროს მედალი ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა
ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა