ვერონა
Aa
Aa

„სკანდინავიურ კლუბში რუსმა რომ ითამაშოს, სპონსორები წავლენ“ - ვერონას ფეხბურთელი

რუსეთის ქალთა ნაკრებისა და „ვერონას“ ფეხბურთელმა, ალინა მიაგკოვამ სკანდინავიურ ქვეყნებში არსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მიაგკოვას თქმით, სკანდინავიურ კლუბებში რუსმა ფეხბურთელმა რომ ითამაშოს, სპონსორები მათთან თანამშრომლობაზე უარს მაშინვე იტყვიან.

„პოლიტიკური მდგომარეობა ყველაფერს ართულებს. იტალიაში ტაქტიკური და ტექნიკური ფეხბურთია, მე კი რაღაც განსხვავებული მინდა. განვიხილავდი ვარიანტს, რომ საკუთარი შესაძლებლობები სკანდინავიაში გამომეცადა, მაგრამ იქ რუსებთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა.

მოლაპარაკებები ორ სკანდინავიურ კლუბთან მქონდა და ერთ-ერთის სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ მათ რუსი ფეხბურთელი რომ დაემატებინათ, სპონსორების გარეშე დარჩებოდნენ. ახლა ერთადერთი, რაც დამრჩენია რუსეთში ყოფნაა“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი" - Sport-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე