ჩელსი, ბარსელონა, ანდრეას კრისტენსენი
Aa
Aa

„ახლავე წადი ბარსელონაში“ - ჩელსის ქომაგები კრისტენსენს

„ჩელსის“ დანიელი ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი ლონდონური კლუბის ქომაგების კრიტიკის ობიექტი გახდა.

„არსენალთან“ ლონდონურ დერბიში საკმაოდ სუსტად ითამაშა. პირველი გოლის დროს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რამაც „ჩელსის“ ქომაგები გააღიზიანა.

მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში „არისტოკრატთა“ გულშემატკივრები კრისტენსენს გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ:

„ახლავე წადი ბარსელონაში“. „კეთილი მგზავრობა“. „კრისტენსენი მაგუაიერს ღირსეულს ხდის“. „კრისტენსენი ამ კლუბში ვეღარ ითამაშებს“. „იმედი მაქვს ჩელსის მაისურით კრისტენსენს აღარასდროს ვიხილავ“.

- წერდნენ „ჩელსის“ ქომაგები.

როგორც მოგეხსენებათ, დანიელს „ბარსელონასთან“ წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და ზაფხულში „კამპ ნოუზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

„ჩელსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა „არსენალთან“ მატჩში დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კლუბის ყოფილი ფორვარდი ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი შეხვედრის შეფასებისას მკაცრი იყო:

„როდესაც პრობლემები გაქვს, შენ ისინი უნდა გადალახო და ვნება გამოავლინო. ლუკაკუსგან ასეთი რამ არ ყოფილა. არც კრისტენსენს არ შეუძლია ასეთი შეცდომების დაშვება. ლუკაკუ, კრისტენსენი, სარი, ალონსო - ისინი ამ გუნდისთვის საკმარისად კარგები არ არიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“