ჩელსი, პრემიერ ლიგა, ლუის ჰამილტონი, სერენა უილიამსი, რომან აბრამოვიჩი
Aa
Aa

ლუის ჰამილტონი და სერენა უილიამსი შესაძლოა ჩელსის თანამფლობელები გახდნენ

ტიტულოვანი ფორმულა 1-ის მრბოლელი, ლუის ჰამილტონი და ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ თანამფლობელები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ „ჩელსის“ ამჟამინდელ მფლობელზე, რომან აბრამოვიჩზე დიდ ბრიტანეთში დაწესებული სანქციების გამო კლუბი მფლობელს შეიცვლის, „არისტოკრატების“ შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი კი ბრიტანელი ბიზნესმენი, მარტინ ბროტონია, რომელიც „ჩელსის“ ყიდვას კონსორციუმის გზით აპირებს.

SkySports-ი წერს, რომ ამ კონსორციუმის წევრები ლუის ჰამილტონი და სერენა უილიამსიც იქნებიან, რომლებიც მზად არიან კლუბში 26-მილიონ ევროიანი ინვენსტიცია განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს ყველა ანგარიში გაუყინა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა მინიმუმამდე შეუზღუდა. ამის გამო, რუსმა ოლიგარქმა კლუბის გაყიდვა და ინგლისიდან გადაბარგება გადაწყვიტა. ცნობისთვის, აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დღემდე აქტიურად არის ჩართული, რის გამოც მას გარკვეული სანქციები მოეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგამ 6 ფეხბურთელი დიდების დარბაზში შეიყვანა
პრემიერ ლიგამ 6 ფეხბურთელი დიდების დარბაზში შეიყვანა