შოთა არველაძე, ჰალ სიტი, რედინგი, პოლ ინსი
Aa
Aa

არველაძე: „გვინდა, ქომაგებს ვაჩვენოთ, რომ ფეხბურთის თამაში გვიყვარს"

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ პრესკონფერენცია გამართა და „ვეფხვების“ მომდევნო მეტოქეზე ილაპარაკა. ქართველი სპეციალისტის გუნდი 23 აპრილს „რედინგს“ დაუპირისპირდება, რომელიც 21-ე ადგილზე იმყოფება და შოთიმ მოწინააღმდეგე შეაქო.

„მილუოლთან მატჩში შედეგის გარდა, ყველაფერი კარგ დონეზე იყო. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და მომდევნო 3 შეხვედრას მოუთმენლად ველით. გვინდა, ჩვენს გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით საშინაო კედლებში გამართულ მატჩებში. როცა ისინი სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად მოდიან, გვინდა, რომ მათ მაქსიმუმი მივცეთ.

რედინგის ბოლო რამდენიმე თამაში ვნახე და ჩვენი მეტოქე არის გუნდი, რომელსაც დაცვიდან თამაში სურს. ყველასთვის ნათელია როგორი ხასიათის ფეხბურთელები ჰყავს რედინგს და მის მთავარ მწვრთნელს, პოლ ინსს აქვს საფუძველი, რათა წარმატებული გუნდი ააშენოს“.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის გუნდი მე-19 პოზიციას იკავებს და 47 ქულა აქვს. სეზონის დასრულებამდე 3 თამაშია დარჩენილი და „ვეფხვებს“ ჩემპიონშიფში დარჩენა გარანტირებული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი" - Sport-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე