რაგბი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, იტალიის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ცნობილია, ვინ განსჯის საქართველოსა და იტალიის სარაგბო მატჩს

9 ივლისს საქართველოში, ბორჯღალოსნებისა და იტალიის ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.

32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს ბორჯღალოსნების შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია.

კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან.

მსოფლიო რაგბიმ ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები უკვე დაასახელა და მათ შორისაა ნიკა ამაშუკელი, რომელიც 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს განსჯის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ევროპის მიღმა, ტიერ1-ის გუნდების დაპირისპირებას იმსაჯებს.

რას ამბობს მსოფლიო რაგბის მსაჯთა დანიშვნების კომიტეტის თავმჯდომარე, გრემ მური:

„ქალთა და კაცთა მსოფლიო თასების წინ, ეს დანიშვნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსაჯები საერთაშორისო და საკლუბო ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს!
შავი ლომი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს!