რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, სუპერ ლიგა, ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

სასამართლომ აკრძალვა მოხსნა - უეფა რეალის, ბარსას და იუვეს დასჯას შეძლებს

ამიერიდან, უეფას „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ დასჯა შეეძლება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ხსენებული სამი კლუბისთვის სანქციების დაწესებას უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა სასამართლოდან აკრძალვა ჰქონდა, რომელიც დღეს მოიხსნა.

მადრიდის სასამართლოს მოსამართლე მარია ხილმა, დღეს მისი წინამორბედის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც „რეალს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ სუპერ ლიგის შექმნისთვის სანქციების დაწესებას უკრძალავდა.

სასამართლო პროცესის გაგრძელება 14 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ სუპერ ლიგის პროექტზე დღემდე მუშაობენ. სამივე კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ სუპერ ლიგის ყველა (12) გუნდს კონტრაქტზე ხელი აქვთ მოწერილი და ჯერ დასრულებული არაფერია.

პსჟ-ს პრეზიდენტი სუპერ ლიგის მომხრეებს აკრიტიკებს

„სუპერ ლიგის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სამ კლუბზე (იუვენტუსი, რეალი, ბარსელონა), რომლებმაც იციან, რომ შანსი არ აქვთ. უკრაინაში ხალხი კვდება, დასაძინებელი არსად აქვთ და ჩვენ ერთმანეთს სუპერლიგის გამო ვეჩხუბებით?

ამ კლუბების პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ სტაბილურობა, არ აქვთ გრძელვადიანი ფინანსური გეგმა. ისინი მუდმივად საუბრობენ სუპერლიგის შესახებ იურიდიულ გარიგებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ფეხბურთი სოციალური კონტრაქტია და არა იურიდიული, ამიტომ ისინი უბრალოდ ფურცელს აქნევენ".

- ამბობს ალ ხელაიფი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“