ლივერპული, კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

„ერთი სამყარო, ერთი სპორტი, ერთი დიდი ოჯახი“ - რონალდუს მადლობა ლივერპულს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ „ლივერპულის“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მანჩესტერთან" მატჩში, „ენფილდზე“ შეკრებილმა ქომაგებმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, თანაგრძნობა გამოუცხადეს და რონალდუ სწორედ ამ ჟესტს გამოეხმაურა.

„ერთი სამყარო... ერთი სპორტი... ერთი დიდი ოჯახი... მადლობა ენფილდს. მე და ჩემი ოჯახი თქვენს პატივისცემასა და თანაგრძნობას არასდროს დავივიწყებთ“, - განაცხადა რონალდუმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს ოჯახში ტრაგედია რამდენიმე დღის დატრიალდა და მისი ახალშობილი შვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, რონალდუმ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს უდიდესი ტკივილია, რაც შეიძლება, მშობელმა განიცადოს.

ტრაგედიის გამო, რონალდუმ „ლივერპულთან“ მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო. 33 ტურის შემდეგ, „მანჩესტერს“ 54 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. „წითელი ეშმაკები“ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მათზე ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი
„ვალენსიას მოულოდნელი იმედი" - Sport-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე