ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი, ბეტისი, მანუელ პელეგრინი
Aa
Aa

„ვალენსიას მოულოდნელი იმედი" - Sport-ის სტატია გიორგი მამარდაშვილზე

კატალონიურმა გაზეთმა Sport-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორი კოპა დელ რეის ფინალურ შეხვედრაზე საუბრობს, რომელშიც „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება და ქართველ გოლკიპერს „ღამურების“ მოულოდნელ იმედს უწოდებს.

„21 წლის ასაკში, კლუბში უკანა კარიდან მოსვლის შემდეგ, ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი კოპა დელ რეის ფინალური მატჩისთვის, რომელიც კვირას გაიმართება, ვალენსიას მოულოდნელი იმედი გახდა. მანუელ პელეგრინის გუნდის შემტევ პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, ვალენსიას საჩემპიონო შანსების დიდი ნაწილი სწორედ მის ხელში იქნება და რაც არ უნდა მოხდეს, იგი ღამურების მომავლის მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ.

მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლის ივნისში გადავიდა და თავდაპირველად, ჩეს სარეზერვო გუნდის მეკარე უნდა ყოფილიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოლკიპერი, რომელსაც ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში უნდა ეთამაშა, კოპა დელ რეის ფინალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს.

21 წლის ქართველი ვალენსიაში დინამო თბილისიდან, იჯარის წესით გადავიდა და ჩეს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა. ევროპა ლიგაზე მამარდაშვილის სადებიუტო მატჩის შემდეგ, ვალენსიამ ახალგაზრდული გუნდების სოციალური ქსელებით მისი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს მთავარ გუნდში ყოფნის გამო, იგი მე-4 გოლკიპერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგი წინასასეზონო ეტაპისა და მისი კონკურენტების ტრავმების გამო, სასტარტო თერთმეტეულში მამარდაშვილის კარი გაიღო. გიორგიმ ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბორდალასმა სილესენს დაუდასტურა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, იგი ძირითადი მეკარე იქნებოდა, რათა ნიდერლანდელს ზაფხულში კლუბის დატოვებაზე არ ეფიქრა. მწვრთნელმა პირობა არ გატეხა და მამარდაშვილის 6 მატჩის შემდეგ, იასპერი სასტარტოს დაუბრუნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ვალენსიას მესვეურების გულები მოიგო და დეკემბერში, მათ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედეს. ვალენსიამ გიორგი გამოისყიდა, მაგრამ მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ბორდალასმა სათასო შეხვედრებში თავის გამოჩენის საშუალება ხაუმეს მისცა. ამის შემდეგ, ტრავმებმა ყველაფერი აურია. სილესენი დაიმტვრა და ვალენსიას თავკაცმა ლა ლიგაშიც ხაუმე დააყენა, თუმცა ამ უკანასკნელის შეცდომების გამო, ბორდალასმა ნდობა ისევ მამარდაშვილს გამოუცხადა.

ბილბაოს წინააღმდეგ შესრულებულმა ბრწყინვალე სეივებმა და ლა ლიგაში ნაჩვენებმა დამაჯერებელმა თამაშმა ბორდალასზე გავლენა მოახდინა და გადაწყვეტილება მიაღებინა, რის გამოც ვილიარეალთან შეხვედრაში ქართველი განაცხადშიც არ ყოფილა, რათა ტრავმა არ მიეღო, ახლა კი ვალენსია სწორედ მის ხელშია“, - წერს Sport.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწვრთნელის გეგმებში შედიოდეს“ - 8points9seconds ბითაძეზე
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწვრთნელის გეგმებში შედიოდეს“ - 8points9seconds ბითაძეზე