ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწვრთნელის გეგმებში შედიოდეს“ - 8points9seconds ბითაძეზე

8points9seconds-ის ჟურნალისტი, ზაკ პირსონი NBA-ს დრაფტზე „ინდიანა პეისერსის“ შანსებს განიხილავს და ამასთან, ბოლო წლების არჩევანზეც საუბრობს.

ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძეც მოექცა. პირსონი 22 წლის კალათბურთელის მდგომარეობაზე წერს და გოგას კლუბიდან წამსვლელთა სავარაუდო სიაში მოიაზრებს.

„გოგა ბითაძეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პროდუქტიულობაც აკლია. ამ მომენტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბითაძე მომავალი სეზონისთვის მწვრთნელის გეგმებში შედიოდეს. გუნდში არის მაილს ტერნერი, ასევე, აიზიე ჯექსონის გამოჩენის შემდეგ არ ჩანს მკაფიო გზა, სადაც ბითაძეს რეგულარული სათამაშო დრო ექნება“, - წერს ჟურნალისტი.

პირსონის მიიჩნევს, რომ ქართველი ცენტრი ინდიანამ „სან ანტონიოს“ დრაფტის მე-20 ნომერში უნდა გაუცვალოს.

„სწორი იქნება, თუ ინდიანა ბითაძეს „სან ანტონიოს“ დრაფტის მე-20 ნომერში გაუცვლის. ეს მომგებიანი იქნება ორივე გუნდისთვის. ვფიქრობ, „სან ანტონიოს“ ახალგაზრდა ცენტრი სჭირდება, რომელსაც დრაფტის შემდეგ რეგულარული სათამაშო დრო არ ჰქონია და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს, ინდიანა კი დრაფტზე მე-20 ნომრის აყვანით გამთამაშებლის პრობლემას მოაგვარებდა“, - ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კარიერას სხვა გუნდში არ დავასრულებ" - შერმადინი საკუთარ მომავალზე