ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონი
Aa
Aa

„უიმბლდონის გადაწყვეტილებას მხარს ვერ დავუჭერ“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს ტურნირზე მონაწილეობა აეკრძალათ.

სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის  ორგანიზატორების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

რა თქვა ჯოკოვიჩმა:

„ყოველთვის ვიქნები პირველი იმ ადამიანებს შორის, ვინც ომს დაგმობს. როგორც ომის ბავშვმა, ვიცი, როგორი ემოციური და ტრავმირებულია ეს. ვიცით, რა მოხდა სერბეთში 1999 წელს. ბევრი ომი გვქონია ბალკანეთში, ამით ჩვეულებრივი ხალხი ყოველთვის იტანჯება. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ უიმბლდონის გადაწყვეტილებას მხარს ვერ დავუჭერ. უკრაინაში რაც ხდება სპორტსმენების ბრალი არ არის. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება“.

„უიმბლდონი“ პირველი საჩოგბურთო ტურნირია, სადაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა აეკრძალათ, გადაწყვეტილება კი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას უკავშირდება.

ცნობისთვის, კაცების მსოფლიო რეიტინგის 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ოთხი რუსი სპორტსმენია, მათ შორის ალექსანდრ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი. რაც შეეხება ქალ ჩოგბურთელებს, Top 40 ჩოგბურთელს შორის 5 რუსეთის წარმომადგენელია. ამასთან WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში ორი ბელარუსი ჩოგბურთელი შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშანსოდ - ბასილაშვილი ბარსელონაში რეიტინგის 101-ე ნომერთან დამარცხდა
უშანსოდ - ბასილაშვილი ბარსელონაში რეიტინგის 101-ე ნომერთან დამარცხდა