შენგელიას 7 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროთასის მეოთხედფინალში გავიდა
საკალათბურთო ევროთასის პლეი-ოფში „ვირტუს ბოლონიამ“ „ლიკტაბელისს“ უმასპინძლა და 75:67 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და უპირატესობა ბოლო წუთამდე ხელიდან არ გაუშვეს.
სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 24 წუთი და 37 წამი დაყო. ქართველ კალათბურთელს კარგი მატჩი არ ჰქონდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 7 ქულას, 5 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
თორნიკეს 3-ქულიანი არ უსვრია, ხოლო ექვსიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო. ასევე ორი საჯარიმოდან ერთი ზუსტად გამოიყენა. ცნობისთვის, იტალიური კლუბიდან ყველაზე შედეგიანი მუჰამადუ ჯაიტე იყო, რომელმაც არასრულ 21 წუთში 20 ქულა დააგროვა.
ასევე გეტყვით, ევროთასის მეოთხედფინალში „ვირტუს ბოლონია“ გერმანულ „რატიოფარმ ულმის“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.