ესპანური მედია: ეჭვგარეშეა, მამარდაშვილი ფინალში ითამაშებს
Aa
Aa

ესპანური მედია: ეჭვგარეშეა, მამარდაშვილი ფინალში ითამაშებს

რამდენიმე დღეში „ვალენსია“ კოპა დელ რეის „ფინალში“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩს ესპანური გამოცემა Eldesmarque გამოეხმაურა.

რას წერს Eldesmarque?

„“ვალენსიას“ მიმდინარე სეზონში ბევრი საკითხი აქვს გადასაჭრელი. ბორდალასმა სასტარტო თერთმეტეული დღემდე ვერ ჩამოაყალიბა. ყველაზე ხშირად კი როტაციას მეკარის პოზიციაზე ვხედავთ. სილესენი, მამარდაშვილი და დომენეკი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ.

ბორდალასმა „ვილიარეალთან“ იასპერი ათამაშა. ეჭვგარეშეა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სამეფო თასის ფინალიდან გამომდინარე მოხდა. მამარდაშვილმა დაისვენა და ის უპირობოთ ითამაშებს „ბეტისის“ წინააღმდეგ.“

ვილიარეალთან მატჩის დასრულების შემდეგ, „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგის შესახებ ისაუბრა:

„იყო თუ არა მამარდაშვილის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი ის, რომ სარეზერვო გუნდში დარეგისტრირებული ოთხი ფეხბურთელის ძირითადში ყოფნა თავიდან აგვერიდებინა? დიახ, ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად ეს იყო. ლა ლიგის წესების მიხედვით, შეიძლებოდა, ტექნიკური წაგება ჩაგვთვლოდა და აუცილებელი იყო, ცენტრალური მცველები დაგვესვენებინა, რადგან ფინალის ტრავმის მიღების რისკი თავიდან აგვერიდებინა“.

ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ სამეფო თასის ფინალში ქართველი კარის დარაჯი ითამაშებს. გამოცემა Eldesmarque კი ამ მოსაზრებას თავისი სტატიით უფრო ამყარებს. ცნობისთვის, სამეფო თასის ფინალი 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები