რიო ფერდინანდი
Aa
Aa

ფერდინანდი: ახალი მწვრთნელი მოდის და ის აინშტაინი უნდა იყოს, რომ კლუბის ბედი შეცვალოს

„ლივერპულთან“ 0:4-ის განადგურების შემდეგ, „იუნაიტედის“ ყოფილი უკანახაზელი რიო ფერდინანდი ემოციებს ვერ იკავებდა და გუნდის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო.

„ყველა ხუმრობს იუნაიტედზე. როგორ დაეცა აქამდე გუნდი? აქამდე ასეთი ტემპით დაცემა არასდროს მინახავს. ეს საგანგაშოა. ევერტონთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ მათ 4-0 ან 5-0-ის წაგება შეეძლოთ. ჩვენ დიდი აღდგენა გვჭირდება, რომელიც უნდა მოხდეს.

ვფიქრობ, დაახლოებით 15 მოთამაშე ემზადება ბარგის ჩასალაგებლად და იუნაიტედის დასატოვებლად.

როგორც ჩანს, აქ ყოფნა არავის უნდა. ყველა გამოსავალს ეძებს. ახალი მწვრთნელი მოდის და ის აინშტაინი უნდა იყოს, რომ კლუბის ბედი შეცვალოს.

მკლავს აქ ჯდომა და ასე ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ ფეხბურთელებიც განიცდიან ტკივილს, მაგრამ მე მათ სახეებზე საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ. მე ევერტონთან მათი მხრიდან რა თამაშიც ვნახე, ეს ნამდვილი ნეხვი იყო, ამის შემდეგ კი რეაქციებიც არ მინახავს.

ოლდ ტრაფორდზე ნორვიჩთან 3:2 მოსაგებად უნდა იბრძოლონ, მათ კი 37 წლის რონალდუმ უშველათ, რომელზეც როგორც თავად ამბობენ გუნდისთვის პრობლემაა. ის რომ არა, სისხლიანი ჯოჯოხეთი იქნებოდა და წარმოიდგინეთ სად ვიქნებოდით ახლა. ჩვენ ტოპ ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძვით“.

- განაცხადა რიომ Vibe-ზე Five YouTube-ის არხზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი
უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი