6 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - ეტლით მოფარიკავეები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ბრაზილის ქალაქ სან პაულუში გამართულ მსოფლიო თასზე 6 მედალი მოიპოვა და ამასთან, გუნდური შეჯიბრებაც მოიგო.
ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გახდა, რომელმაც ჩემპიონობასთან ერთად სხვადასხვა თითო-თითო ვერცხლი და ბრინჯაო აიღო. ასევე ორი ბრინჯაოს მედალია ნინა თიბილაშვილი ანგარიშზეც.
ქართველი პარამოფარიკავეები ბრაზილიიდან სამშობლოში დღეს, გვიან ღამით დაბრუნდნენ.
ირმა ხეცურიანი
ნინა თიბილაშვილი
გვანცა ზადიშვილი