ლიანა ჯოჯუა, UFC
Aa
Aa

ახალ ორგანიზაციაში - ლიანა ჯოჯუა ოქტაგონს უბრუნდება

შერეული ორთაბრძოლების ქართველი წარმომადგენელი, ლიანა ჯოჯუა ოქტაგონს უბრუნდება.

UFC-ის დატოვების შემდეგ, 27 წლის მებრძოლი პირველ ორთაბრძოლას 20 მაისს, ARES Fighting Championship-ში გამართავს. „მგელის“ მეტოქე 26 წლის რუსი მებრძოლი, დარია ჟელეზნიაკოვა იქნება, რომელსაც MMA-ში 6 ბრძოლა აქვს გამართული და ექვსივე მოგებული აქვს.

რაც შეეხება ლიანა ჯოჯუას, ქართველ მებრძოლის ანგარიშზე 13 ორთაბრძოლაა, აქედან 8 გამარჯვება და 6 მარცხი.

ARES Fighting Championship-ზე ქართველი და რუსი მებრძოლების ორთაბრძოლა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შედგება.

View this post on Instagram

A post shared by Liana Jojua (@likajojua)

ლიანა ჯოჯუამ UFC 2021 წლის ნოემბერში დატოვა. კონტრაქტში გათვალისწინებული პირობებით, „მეგლმა“ 4 ბრძოლა გამართა და მხოლოდ 1 შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება, რის გამოც ორგანიზაციამ მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიანა ჯოჯუა: „მერაბს იანისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია
ლიანა ჯოჯუა: „მერაბს იანისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია"