„გთხოვთ, მარიუპოლს დაეხმარეთ“ - შევჩენკო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მარიუპოლში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
View this post on Instagram
„ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლშია გადაღებული, რომელზეც თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. ადამიანებმა თავიანთი სახლები დაკარგეს და 2 თვეა ბუნკერებში ისე ცხოვრობენ, რომ მინიმალური საკვები აქვთ.
ისინი მხოლოდ ერთ რაღაცას ითხოვენ - მწვანე დერეფნებს! მინდა, საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიო ორგანიზაციებს მივმართო, რომ მათ დაეხმარონ და უსაფრთხო დერეფნები მოაწყონ, რათა ხალხმა უსაფრთხო ადგილას გადასვლის შანსი მიიღოს“.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.