უიმბლდონი
Aa
Aa

მორიგი შეზღუდვა - რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უიმბლდონზე არ დაუშვებენ

უახლოეს მომავალში პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის „უიმბლდონის“ ხელმძღვანელები გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გათამაშებაში რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა აეკრძალებათ. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

შეზღუდვის მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენებია, სადაც რუსი სამხედროები, თითქმის ორი თვეა სამხედრო აგრესიას ახორციელებენ.

საგულისხმოა, რომ „უიმბლდონი“ პირველი ტურნირი იქნება, რომელიც რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს შეზღუდვებს დაუწესებს.

ამის გარდა, მიმდინარეობს ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობაც, რომლის მიხედვითაც ტურნირზე დაშვებულ სპორტსმენებს საომარი მოქმედებებისა და ვლადიმირ პუტინისადმი მხარდამჭერა აეკრძალებათ.

ცნობისთვის, კაცების მსოფლიო რეიტინგის 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ოთხი რუსი სპორტსმენია, მათ შორის ალექსანდრ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი. რაც შეეხება ქალ ჩოგბურთელებს, Top 40 ჩოგბურთელს შორის 5 რუსეთის წარმომადგენელია. ამასთან WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში ორი ბელარუსი ჩოგბურთელი შედის.

უიმბლდონის გათამაშება დიდ ბრიტანეთში 27 ივნისიდან, 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სურკისმა პოზიცია შეცვალა - კიევის დინამო ფეხბურთელებს ნაკრებში გაუშვებს
სურკისმა პოზიცია შეცვალა - კიევის დინამო ფეხბურთელებს ნაკრებში გაუშვებს