ფინიქს სანსი, ნიუ ორლეან პელიკანსი, დევინ ბუკერი, კრის პოლი, ბრენდონ ინგრემი, სი ჯეი მაკკოლუმი, იონას ვალანჩუნასი, კემერონ ჯონსონი, დეანდრე ეიტონი
Aa
Aa

სენსაცია პელიკანსისგან - ნიუ ორლეანმა სტუმრად ფინიქსს მოუგო

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა, „ფინიქს სანსმა“ საკუთარი კედლების უპირატესობა დაკარგა. პლეიოფის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრაში, არიზონელები „ნიუ ორლეან პელიკანსს“ ვერ გაუმკლავდნენ და 114:125 დამარცხდნენ.

„ფინიქსმა“ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და დევინ ბუკერის ფენომენალური თამაშის წყალობით, დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ბუკერს 31 ქულა ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილმა „ფინიქსმა“ კი მესამე მეოთხედი 12 ქულით, ხოლო მეოთხე მეოთხედი - 4 ქულით წააგო.

ბუკერმა პარკეტზე მხოლოდ 24 წუთი გაატარა, მაგრამ თავის გუნდში მაინც საუკეთესო იყო. კრის პოლმა თავი 17 ქულასა და 14 შედეგიან გადაცემას მოუყარა, მაგრამ 16-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო. მიკელ ბრიჯესს 19 ქულა ჰქონდა, კემერონ ჯონსონმა კი 11 ქულა დააგროვა. „ნიუ ორლეანის“ რიგებში ბრენდონ ინგრემი გამოირჩა - 37 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. სი ჯეი მაკკოლუმს 23 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი ჰქონდა, ვალანჩუნასის ანგარიშზე კი მორიგი ორმაგი დუბლია - 10 ქულა, 13 მოხსნა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია - 1:1 და მომდევნო შეხვედრაში მასპინძელი „პელიკანსი“ იქნება. მატჩი 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 05:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტეფის ისტორიული საღამო - გოლდენ სტეიტის მკვლელმა ხუთეულმა დენვერი გაანადგურა
სტეფის ისტორიული საღამო - გოლდენ სტეიტის მკვლელმა ხუთეულმა დენვერი გაანადგურა