უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი
Aa
Aa

უკრაინას მხარი არ დაუჭირა - რუსი ფეხბურთელის გამაღიზიანებელი საქციელი

ჩეხეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში პრაღის „სლავიამ“ „სლოვაცკს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეს მატჩი გამორჩეული არაფრით იქნებოდა, რომ არა სტუმართა გუნდის რუსი ფეხბურთელის საქციელი.

მატჩის წინ, სტადიონზე უკრაინის მიმართ მხარდასაჭერი რიტუალი ჩატარდა. ეკრანზე უკრაინის დროშა გამოიხატა და ფეხბურთელებმა ტაში დაუკრეს. ვლადისლავ ლევინი ჯერ ხელებს ისრესდა, ხოლო შემდეგ პროტესტის ნიშნად უკან წაიღო.

ეს ფაქტი ჩეხეთში შეუმჩნეველი არ დარჩათ და სოციალურ ქსელში რუსი ნახევარმცველის მისამართით დიდი კრიტიკა და ზიზღი წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ლევინს ცუდი მატჩი ჰქონდა და მის გამო გუნდმა გოლი გაუშვა.

მოგვიანებით, მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ვლადისლავ ლევინის სასტარტო თერთმეტეულში დაყენება შეცდომა იყო და მეორე ტაიმში შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები