"გრძნობები მეგობრულად გამოხატა" - ალეგრის რბილი პასუხი ლაპო ელკანს
„ბოლონიასთან“ უღიმღამო მატჩის შემდეგ, რომელიც „იუვენტუსმა“ ბოლო წუთზე გადაარჩინა და არ დამარცხდა, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება მასიმილიანო ალეგრის მიმართ უკმაყოფილების შემცველი სიახლეები.
ყველაზე მეტს კი ტურინული გრანდის პრეზიდენტის ბიძაშვილი, ლაპო ელკანი აქტიურობდა, რომელიც იტალიელ მწვრთნელს ღიად დაუპირისპირდა და „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით მიმართა:
„წადი.. ბედნიერების მრავალფეროვნება, ჩვენ არ ვართ ძალიან ბედნიერები ალეგრი“!
რა თქმა უნდა, თავად ალეგრის ეს პოსტი არ გამორჩენია და კომენტარიც გააკეთა, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ რბილი აღმოჩნდა.
ალეგრი:
„არაფერი მაქვს სათქმელი. კომენტარს არ გავაკეთებ. ლაპო იუვენტუსის ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარია და მან თავისი გრძნობები მეგობრულად გამოხატა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მეოთხე ადგილი უნდა დავიკავოთ და კოპა იტალიის ფინალში გავიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შევაფასებთ, თუ როგორ ვიმუშავეთ.”
„იუვენტუსის“ ცნობილი ქომაგები ანტონიო კონტეს დაბრუნებასაც ითხოვენ, რომელმაც 2011 წელს სკუდეტოს მოგების შესანიშნავი სერია გახსნა.
„ვინ გვჭირდება, თუ არა ანტონიო კონტე, რომელმაც დეკადის საუკეთესო გუნდი შექმნა და უცნობი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი ამოიღო? #AllegriOut სამუდამოდ“
- წერს რაიჯელ977
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გრანდს გასული ზაფხულიდან ჩაუდგა სათავეში. დღეს, „იუვენტუსი“ სერია ა-ში 63 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგიდან კი „ბებერი ქალბატონი“ „ვილიარეალმა“ გამოაგდო.