ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

„უდიდესი ზეწოლის ქვეშ იქნება, მაგრამ ამას მიჩვეულია“ - EJU შავდათუაშვილზე საუბრობს

ევროპული ძიუდოს გაერთიანება (EJU) მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და 73 კგ წონით კატეგორიის მთავარ ფავორიტად ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

რა წერია სტატიაში:

„გასულ წელს, ლაშა შავდათუაშვილი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. მან ეს შედეგი -66 კგ წონით კატეგორიაში და ასევე -73 კგ წონით კატეგორიაში დააფიქსირა. ბუნებრივია, ამის განხორციელება საკმაოდ მძიმე შრომასთან ასოცირდება, მაგრამ მან ეს მაინც შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე ის თავის წონაში პირველ ნომრად არის განთესილი და სხვა ძიუდოისტების უმთავრესი სამიზნეც სწორედ ის იქნება. მას დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევს ასპარეზობა, მაგრამ ის ამას მიჩვეულია“.

ევროპული ძიუდოს გაერთიანება ლაშა შავდათუაშვილის კონკურენტებზეც საუბრობს:

როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს, თუმცა ქართველი ძიუდოისტისთვის განსაკუთრებულად რთული Top 10-ის წევრები იქნებიან. მაგალითად: ფერდინანდ კარაპეტიანი, რომელიც 2018 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და ფაბიო ბასილე, რომელმაც 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა“.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვაჟები - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ); ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ); ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ); ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (-100 კგ); გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

გოგონები - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ); სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიპო ბრუნდება! - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლიპო ბრუნდება! - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია