ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მამარდაშვილი ალისონს პირადად გაიცნობს
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მამარდაშვილი ალისონს პირადად გაიცნობს

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. 18 აპრილის გადაცემის სტუმარი საფეხბურთო აგენტი, ლევან სეთურიძე იყო, რომელმაც ვალენსიას ქართველი მეკარის შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხო გიორგი მამარდაშვილის ფავორიტ მეკარეებსაც:

გიორგის ფავორიტი მეკარე ნოიერია, თუმცა ძალიან მოსწონს ალისონიც. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპანიის სრულფასოვანი პარტნიორი გახდა, რომელის ფეხბურთელიც ალისონი 17 წლიდან დღემდე გახლავთ. დავაანონსებ და გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ვილიარეალი - ლივერპულის მატჩისას, ალისონი და გიორგი ერთმანეთს პირადად გაიცნობენ - აზრებს გაცვლიან. მატჩი გვერდზე ქალაქში შედგება და თუ გიორგის დრომ ხელი არ შეუშალა, შეხვედრა შედგება, ალისონმა ამ ამბის შესახებ იცის, სასტუმროში იქნება და დაელოდება.

ამ კომპანიასთან არსებული ურთიერთობები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გაგუა, ხვადაგიანი, აბუაშვილი, ხარაბაძე თუ სხვა ფეხბურთელები, საკუთარ გზას მონახავენ. აღნიშნული კომპანია ქართული რესურსით ინტერესდება. ამის გარდა, სხვადასხვა მსხვილ ტრანსფერებში აქტიურად ჩვენც ჩავერთვებით და ეს ზრდისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა ვილიარეალსა და ლივერპულს შორის 3 მაისს შედგება და თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

იქამდე, 27 აპრილს ლივერპული ვილიარეალს ენფილდზე, იდენტურ დროს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელავს ახალი, 2,5 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონი ექნება
თელავს ახალი, 2,5 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონი ექნება