პირველი ოქრო ბრაზილიიდან - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებულია
Aa
Aa

პირველი ოქრო ბრაზილიიდან - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებულია

2022 წელს, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებს, სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაში, პირველი ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა მოუტანა. ირმა ხეცურიანი ფინალში იტალიელ როსანა პასკულინის შეხვდა, ანგარიშით - 15:7 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გუშინ, საქართველოს წარმომადგენელმა რაპირით ფარიკაობაში ფინალში იასპარეზა, გადამწყვეტი ბრძოლა ტაილანდელ იანა სუზანთან დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და ამჯერად, საკუთარ მონაგარს ვერცხლის მედალი შემატა.

ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა (ხმალში) ნახევარფინალში ბრძოლა იტალიელ ანდრეა მოგოსთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს. დღესვე, გუნდურ შეჯიბრში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში
ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში