საქართველოს ჩემპიონატში ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა, 79 წლის მოფარიკავემ იასპარეზა
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატში ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა, 79 წლის მოფარიკავემ იასპარეზა

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც  რაპირით ფარიკაობაში 79 წლის  ნიკოლოზ-გივი ანდრიაძემ იასპარეზა. 

ნიკოლოზ-გივი ანდრიაძე 1963 წლის მსოფლიო ჩემპიონია იუნიორთა შორის, ასევე, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის ჩემპიონი და პრიზიორი. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებას მედიცინაში მიაღწია, არის  ექიმი-კარდიოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

აღსანიშნავია, რომ გივი ანდრიაძე დღესაც აქტიურად ვარჯიშობს და სისტემატურად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში. რამდენიმე წლის წინ , მან  ექიმ- მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ნიკოლოზ-გივი ანდრიაძე  ქართველი სიმბოლისტი პოეტის და ,,ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელის,  ტიციან ტაბიძის შვილიშვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები