იგუაინი კარიერას ასრულებს - გამორჩეული მომენტები ტურინული კარიერიდან
Aa
Aa

იგუაინი კარიერას ასრულებს - გამორჩეული მომენტები ტურინული კარიერიდან

ცნობილი გახდა, რომ გონსალო იგუაინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მოდით გადავხედოთ არგენტინელი თავდამსხმელის 4 ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ტურინის „იუვენტუსში“

1 – დასამახსოვრებელი დებიუტი

გონსალოს სადებიუტო მატჩი ტურინულ გრანდში 2016 წლის 20 აგვისტოს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ შედგა. იგუაინი მინდორზე 66-ე წუთზე შევიდა და გულშემატკივრების გახარებისთვის დიდი დრო არ დასჭირდა. ზუსტად 9 წუთში „იებს“ გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა. „პიპიტას“ კარგმა თამაშმა იუვეს 3 ქულა მოუტანა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      2 - დაბრუნება ნეაპოლში

      2016 წელს, ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა. გონსალო იგუაინს პუბლიკა ცუდად შეხვდა და დაუსტვინეს. არც ყოფილი თანაგუნდელები გამოირჩეოდნენ დიდი სიხარულით და მთელი მატჩის განმავლობაში გონსალოს უხეშად ეთამაშებოდნენ. 70-ე წუთზე არგენტინელმა შემტევმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          3 – გაბრწყინება ჩემპიონთა ლიგაზე

          2017 წელს, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ძალიან კარგი ფორმაციის „მონაკოს“ უპირისპირდებოდა. მასიმილიანო ალეგრის 2 წლის წინანდელი საფინალო კრახის გამოსყიდვა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება სურდა, თუმცა ამისთვის ჯერ ფრანგული კლუბის ბარიერი უნდა გაევლო.

          „პიპიტა“ „მონაკოსთან“ მთავარი ვარსკვლავი იყო. დუბლი შეასრულა და ფინალისკენ საკუთარ გუნდს უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              4 – „ტოტენჰემს“ პირადად მოუგო

              1 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ „ტოტენჰემს“ გადაეყარა. ტურინში იგუაინმა დუბლი შეასრულა და აღნიშნული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. საპასუხო მატჩში, ლონდონელები 1:0-ს იგებდნენ. იგუაინმა ჯერ თავად გაიტანა, ხოლო შემდეგ პაულო დიბალას საგოლე გადაცემა გაუკეთა და „ბებერი ქალბატონი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

              იგუაინი „იუვენტუსში“

              შეიძლება ითქვას, არგენტინელმა თავდამსხმელმა ტურინული გრანდის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. გონსალომ „ბიანკონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 149-ჯერ მოირგო, 66 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

              მსგავსი სიახლეები

              ცხელი ამბები