42 კილომეტრი 3 საათში - რობენმა მარათონში მიიღო მონაწილეობა
Aa
Aa

42 კილომეტრი 3 საათში - რობენმა მარათონში მიიღო მონაწილეობა

არიენ რობენმა როტერდამის მარათონში მიიღო მონაწილეობა. ყოფილმა ფეხბურთელმა 42.195 კილომეტრი სულ რაღაც სამ საათსა და 13 წუთში დაფარა. მარათონის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელმა კომენტარი გააკეთა.

რობენი:

„ეს ყველაფერი სახალისო ნამდვილად არ იყო. დიახ, მე ეს გავაკეთე, მაგრამ მარათონის დასასრულებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა. ადგილობრივმა პუბლიკამ დიდი ძალა მომცა. ისინი გამუდმებით მამხნევებდნენ.

თავიდან ვფიქრობდი, რომ მარათონს ბოლომდე ვერ დავასრულებდი, თუმცა ქომაგები ისე მამხნევებდნენ, რომ გაჩერება უბრალოდ არ შემეძლო. მიხარია, რომ გადავრჩი და შუა მარათონის დროს არ წავიქეცი.“

აღსანიშნავია, რომ არიენ რობენი მარათონში მონაწილეობის ყოფილ მოციგურავესთან ერბენ ვენემარსთან ერთად იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა საფეხბურთო კარიერა „გრონინგენში“ 2020 წელს დაასრულა. მანამდე კი წლების განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები