პრემიერ ლიგაში სავალდებულო ტესტირება და მწვანე პასპორტები უქმდება
პრემიერ ლიგამ მხარი დაუჭირა კოვიდ-19-ზე ზომების შემსუბუქებას. კერძოდ, ფეხბურთელები და პერსონალი კორონავირუსზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიტესტება, თუ მათ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდებათ. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე კვირაში 2-ჯერ სავალდებულო ტესტირება იყო დადგენილი.
ეს ყველაფერი დეკემბერში ომიკრონის ტალღის დაწყების შემდეგ მოხდა. 27 დეკემბერს პრემიერ ლიგაში ერთბაშად 103 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.
საუბარი იყო მატჩების გადადებაზეც კი, თუმცა პრემიერ ლიგამ ამას მხარი არ დაუჭირა.
Daily Mail-ის ცნობით, ახალი ზომები ძალაში შევა ორშაბათს, 4 აპრილს და მოიცავს მოთხოვნის მოიხსნას Covid-პასპორტები, რათა ყველამ შეძლოს შეზღუდულ ადგილებში შესვლა, მათ შორის საწვრთნელ მოედნებზე. პრემიერ ლიგა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
დღეს, პრემიერ ლიგის ხელმძღვანელთა სხდომაზე ასევე განხილულ და მიღებულ იქნა 5 ცვლილების წესიც, რომელიც ამიერიდან ძალაშია.
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგა ერთადერთი ტოპ ლიგა იყო, სადაც პანდემიის შემდეგ 3 ცვლილებას იყენებდნენ. თითქმის ყველა ლიგაში 5 შეცვლა იქნა შემოღებული.
საბოლოოდ, გუარდიოლას, კლოპის, ტუხელისა და სხვების მოწოდებებმა, საყოველთაო ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ამიერიდან ინგლისშიც გუნდები 5 შეცვლას განახორციელებენ.