მარიუპოლისთვის ბრძოლაში - კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი დაიღუპა
Aa
Aa

მარიუპოლისთვის ბრძოლაში - კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი დაიღუპა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთი ომს არ წყვეტს და ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება.

ყველაზე მძიმე ვითარება მარიუპოლში გახლავთ. ცნობილი იყო, რომ მარიუპოლში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი იბრძოდა. 25 მარტის შემდეგ, მის შესახებ არანაირი ცნობა არ ვრცელდებოდა.

დღეს კი, სამწუხარო ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. მაქსიმ კაგალი მარიუპოლისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მწვრთნელმა ოლეგ სკირტამ გაავრცელა.

ცნობისთვის, ჰერმესის კლუბში მაქსიმი პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო. მისი დაკარგვა კი უდიდესი ტრაგედიაა. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, კიევის დაცვისას კიდევ ერთი სპორტსმენი, 27 წლის მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი დაიღუპა.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები, მსოფლიო კრივის ვარსკვლავის, WBA, WBO, IBF, IBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის, ოლეკსანდრ უსიკის ბინაში დასახლდნენ. ინფორმაციას უსიკის მეუღლე, ეკატერინა უსიკი ავრცელებს და მეზობელთან მიმოწერის სურათსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ე.წ. კადიროველების დაჯგუფების წევრები შევიდნენ, გარშემო კი რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკაა განლაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები