არველაძის გოლი ლეგენდების მატჩში - რეინჯერსი ფიგუს გუნდთან დამარცხდა
„რეინჯერსის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გლაზგოური კლუბის სტადიონზე ლეგენდების დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს, „რეინჯერსის“ და მსოფლიოს ლეგენდები ეჯიბრებოდნენ, რომელიც ლუიშ ფიგუმ შეარჩია.
საინტერესო ის გახლავთ, რომ შოტლანდიელთა რიგებში შოთა არველაძემ ითამაშა, რომელმაც გულშემატკივრები გოლით გაახარა. ანგარიში სწორედ ქართველმა ყოფილმა ფეხბურთელმა გახსნა.
52-ე წუთზე წონასწორობა რიკარდო კაკამ აღადგინა, რასაც სულ მალე ნუნუ გომეშის ლამაზი გოლი მოყვა. მსოფლიოს ლეგენდები არ გაჩერდნენ და 74-ე წუთზე ქუარეჟმამ თავის სტილში ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა.
შეხვედრის მიწურულს, პოლ გასკოინიმ გამოიჩინა თავი. ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის გოლი გამორჩეული იყო, რადგან მას ფიგუს თანაგუნდელებმა თავისუფლად გაატანინეს და მისი კარიერა ამით კიდევ ერთხელ დააფასეს.
„რეინჯერსის“ შემადგენლობა
ნილ ალექსანდერი, რონალდ ვატეროისი, იორგ ალბერტსი, მარვინ ენდრიუსი, შოთა არველაძე, კრის ბოიდი, რონალდ დე ბური, ბერი ფერგიუსონი, პოლ გასკოინი, ალან ჰატონი, იელავიჩი, პედრო მენდეში, მაიკლ მოლსი, ნაჩო ნოვო, სასა პაპაკი, ალექს რაე, ჯოვანი ვან ბრონხოსრტი, გრეგორი ვინალი, როი ვოლასი, კრეიგ მური.
ფიგუს შემადგენლობა
დევიდ ჯეიმსი, იანს ლემანი, ერიკ აბიდალი, ბოსინგვა, ფიგუ, ჰაჯი, კაკა, კარამბეუ, მაკაი, მაკელელე, მალუდა, კარლოს მარჩენა, მიატოვიჩი, პირესი, ქუარეჟმა, სალგადო.
მატჩში გასული ყველა გოლი