„ჩემი მანქანა იწვის“? - დიდი აფეთქება საუდის არაბეთში, ფორმულა 1-ის ტრეკთან ახლოს
Aa
Aa

„ჩემი მანქანა იწვის“? - დიდი აფეთქება საუდის არაბეთში, ფორმულა 1-ის ტრეკთან ახლოს

საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, სადაც ამ უქმეებზე ფორმულა 1-ის გრან პრი უნდა გაიმართოს, დიდი აფეთქება მოხდა. ფორმულა 1-ის პრაქტიკის მიმდინარეობისას ნავთობგიგანტი კომპანიის, Aramco-ს ერთ-ერთ დაწესებულებაზე, რომელიც ტრეკისგან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და საწვავს ინახავენ, შეტევა განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებულებაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებმაც ბოლო დღეებში საუდის არაბეთში რამდენიმე ტერაქტი მოაწყეს. ფორმულა 1 ქვეყნის მთავრობისგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება და უახლოეს საათებში ბევრი რამ გაირკვევა.

საინტერესოა, რომ მომხდარის გამო, მოქმედ ჩემპიონს, მაქს ფერსტაპენს ეგონა, რომ მისი ბოლიდი იწვოდა და საჯინიბოს ამ სიტყვებით მიმართა: „დამწვრის სუნს ვგრძნობ. დარწმუნებული არ ვარ, ჩემი მანქანაა თუ ვინმე სხვისი.“ ნიდერლანდელმა საჯინიბოსგან ასეთი პასუხი მიიღო: „შენს ბოლიდს პრობლემები არ აქვს.“

მეორე პრაქტიკა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და ფორმულა 1-ის პილოტები სტეფანო დომენიკალის შეხვდნენ, რომელმაც მათ მომხდარის შესახებ შეატყობინა. უახლოეს საათებში მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პილოტებს შეატყობინებენ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რეალობაა? დღეს მოედანზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ქართველი იქნება“
„ეს რეალობაა? დღეს მოედანზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ქართველი იქნება“