ესპანური მედია: "მამარდაშვილი დაბრუნდა და ეს ვალენსიას მთავარი სიახლე იყო"
ლა ლიგის უკანასკნელ ტურში გიორგი მამარდაშივლმა „გრანადას“ წინააღმდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ითამაშა. როგორც მოგეხსენებათ, სილესენის ტრავმის დროს, „ვალენსიას“ კარს სწორედ ქართველი მეკარე იცავს.
ესპანური გამოცემა eldesmarque იტყობინება, რომ მამარდაშვილმა ვარჯიში განაახლა და ეს ფაქტი დღეს „ვალენსიასთვის“ მთავარი სიახლე იყო.
რას წერს eldesmarque?
„“გრანადასთან“ მატჩის შემდგომ აღდგენით სესიებზე მამარდაშვილის გამოჩენა „ვალენსიას“ მთავარი სიახლე იყო. გიორგიმ იცის, რომ ის ახლა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა სურს. ქართველმა მეკარემ მწვრთნელის ნდობა დაიბრუნა და დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს. მამარდაშვილი „ვალენსიას“ კოპა დელ რეის ფინალში გასვლაში დაეხმარა.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ღამურების“ კარი ყველა ტურნირზე ერთად 12-ჯერ დაიცვა და აქედან 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა. დიდი ალბათობით, „მამარდა“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 12 მარტით თარიღდება.