ოფიციალურად - რუსეთში ლიგა 1-ის მატჩებს აღარ აჩვენებენ
უკრაინაში შეჭრისა და დაწყებული ომის შემდეგ, რუსულ კლუბებსა და სპორტულ ნაკრებებს უამრავ სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობა აუკრძალეს. სპორტული სამყარო ამაზე არ გაჩერდა და რუსულ პუბლიკას ფეხბურთის ყურების საშუალებაც გაუქრო.
საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 4 მარტიდან რუსეთში საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩების ჩვენება აიკრძალოს. LFP-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ Матч ТВ-სთან კონტრაქტი შეაჩერა და ლიგა 1-ის მატჩები რუსეთში აღარ გადაიცემა. რუსული ტელეარხის მიხედვით, თანამშრომლობა ფრანგულმა მხარემ შეწყვიტა და ეს გადაწყვეტილება ორმხრივი არ ყოფილა
Guerre en Ukraine : la LFP stoppe la diffusion de la L1 en Russie
— Le Parisien | sport (@leparisiensport) March 4, 2022
➡️ https://t.co/WIMzCqwRlu pic.twitter.com/xG2ZmbU7Pe
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას პრემიერ ლიგაც აპირებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩემპიონატის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ მასტერსი ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილება და ისინი ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. მას შემდეგ უკრაინაში ინტერვენცია გრძელდება. რუსეთის მიერ დაწყებული დიდი ბოროტების წინააღმდეგ ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა პუტინი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს