„იქ ჩასვლას არ ვაპირებ
Aa
Aa

„იქ ჩასვლას არ ვაპირებ" - ფეტელი რუსეთის გრან პრის გაუქმებას ითხოვს

ფორმულა 1-ის 4-გზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. გერმანელმა პილოტმა ფორმულა 1-ს რუსეთის 2022 წლის გრან პრის გაუქმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სოჭის ავტოდრომზე გასამართ რბოლაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„დღეს დილით, როცა გავიღვიძე და ეს ინფორმაცია შევიტყე, შოკირებული ვიყავი. ვფიქრობ, საშინელებაა იმის ხილვა, რაც ამ წუთებში ხდება. ფორმულა 1-ის კალენდარს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთში გრან პრია ჩანიშნული.

პირადად მე, იქ ჩასვლას არ ვაპირებ. ჩემი აზრით, რუსეთში გამართულ რბოლაში მონაწილეობის მიღება არასწორია. ვწუხვარ უდანაშაულო ხალხის გამო, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სულელური მიზეზებისა და ძალიან, ძალიან უცნაური და გიჟური მმართველობის გამო კარგავენ. დარწმუნებული ვარ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, მაგრამ როგორც ფორმულა 1-ის პილოტთა ასოციაციას, ჯერჯერობით ერთიანობა არ გამოგვიჩენია.“

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფორმულა 1-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მდგომარეობას თვალს აქტიურად ადევნებს, მაგრამ გრან პრის გადადების საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთვის ილოცეთ
„ჩვენთვის ილოცეთ" - უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელები დახმარებას ითხოვენ